uBO Lite (uBOL) შიგთავსის შემზღუდავია MV3-ის მიხედვით.

წესების ნაგულისხმევი კრებული იგივეა, რასაც uBlock Origin იყენებს:

- ჩაშენებული ფილტრებით, uBlock Origin რომ იყენებს
- EasyList
- EasyPrivacy
- Peter Lowe – სარეკლამო სერვერების სია

შეგიძლიათ სხვა კრებულებიც აამოქმედოთ პარამეტრების გვერდიდან -- დაწკაპეთ _Cogs_ ხატულაზე ამომხტომ არეში.

uBOL მოქმედებს სრულად დადგენილი წესებით, შესაბამისად, არ ესაჭიროება მუდმივად გაშვებული uBOL-პროცესი გასაფილტრად, ხოლო როცა შიგთავსის შეზღუდვა ითხოვს ჩანაცვლდეს CSS/JS, ამას თავად ბრაუზერი უზრუნველყოფს საიმედო გზით, ნაცვლად გაფართოებისა. აქედან გამომდინარე, uBOL თავად არ მოიხმარს პროცესორს/მეხსიერებას შიგთავსის შეზღუდვისას -- uBOL საჭიროებს შუამავალ მომსახურე პროცესს _მხოლოდ_ მაშინ, როცა ამომხტომ არესთან ურთიერთქმედებთ ან ცვლით პარამეტრებს.
